შესავალი
ჯორჯო აგამბენი კონცეპტუალური მოაზროვნეა. ის შუასაუკუნეების ფილოსოფიურ-თეოლოგიურ ცნებით აპარატს ორგანულად და თავისებური ინტრეპრეტაციით, თანამედროვე ფილოსოფიურ და სოციო-კულტურულ დისკურსში იყენებს. აგამბენის ნაწერები ერთმნეთისგან განსხვავდებიან. თუმცა, მთლიანობაში ის მაინც აკადემიური პირობითობების და ბიბლიოგრაფიული სიზუსტის ერთგული დამცველია. მის თითქმის არცერთ ტექსტში არ არის დაუმოწმებელი აზრი და ყველგან საფუძვლიანად არის გამოკვლეული კონცეპტის ისტორიული გენეალოგია. აკადემიური სიზუსტისაკენ სწრაფვის მიუხედავად, მის შემოქმედებაშიც მოიპოვება ისეთი ტექსტი, რომელიც სტილისტურად და მეტაფორულ-აფორისტული აზროვნებისა და თხრობის ფორმით უფრო ბენიამინს წააგავს, ვიდრე ნიცშეს.
ყველაფერთან ერთად, აგამბენის ბენიამინასდმი დამუკიდებულება კარგად არის ცნობილი. ის თითქმის ყველა ტექსტში ბენიამინზე და ბენიამინით ფიქრობს. ალბათ, მისი კეთილგანწყობა იმითაც არის განპირობებული, რომ ის, ბენიამინის შრომების იტალიურ ენაზე გამომცემელი და რედაქტორი იყო. ტექსტი, რომელიც ვიგულისხმეთ და არ დავასახელეთ, 1990 წელსაა დაწერილი და არსებული პოლიტიკურ-სოციალური ვითარების თეორიული დისკურსში გადატამაშებისა და კონცეპტუალიზაციის მცდელობას წარმოადგენს.
ყველაფერთან ერთად, აგამბენის ბენიამინასდმი დამუკიდებულება კარგად არის ცნობილი. ის თითქმის ყველა ტექსტში ბენიამინზე და ბენიამინით ფიქრობს. ალბათ, მისი კეთილგანწყობა იმითაც არის განპირობებული, რომ ის, ბენიამინის შრომების იტალიურ ენაზე გამომცემელი და რედაქტორი იყო. ტექსტი, რომელიც ვიგულისხმეთ და არ დავასახელეთ, 1990 წელსაა დაწერილი და არსებული პოლიტიკურ-სოციალური ვითარების თეორიული დისკურსში გადატამაშებისა და კონცეპტუალიზაციის მცდელობას წარმოადგენს.
„მომავლის თემი“[1, ინგლისურად „The coming community”] სათაურით, ჩანაფიქრითა და პათოსით თანამედროვე ფრანგულ ფილოსოფიას ეხმიანება, რომლის კონტექსტშიც ერთობის, თემისა თუ კომუნის ბედ-იღბალზე რამდენიმე ნაშრომი შეიქმნა[2]. აგამბენი ჟორჟ ბატაის, მორის ბლანშოსა და ჟან ლუკ ნანსის ურთიერთდაკავშირებულ ტექსტებს საკუთარი რეფლექსიის საგნად აქცევს და შუასაუკუნეების ზოგიერთი ცნების გადააზრებით თემის ალტერნატიულ თეორიას აყალიბებს. დასახულის მიზნის გათვალისწინებით ჩვენ ძირითადად აგამბენის მიერ რამდენიმე კონცეპტის გამოყენებუს პრაქტიკას გავაანალიზებთ, რათა ნიადაგი მოვამზადოთ აგამბენის ფილოსოფიაში თეორიისა და პრაქტიკის, ანუ მჭვრეტელობითი და ქმედითი სიცოცხლის ანტიკური და შუასაუკუნეების პარადიგმების გამოსამჟღავნებლად. აგამბენის წიგნის სათაური, რომელსაც ჩვენ „მომავლის თემად“ ვთარგმნით, არ ეხება ისეთი ტიპის ერთობის დაშვებას, რომელმაც შესაძლოა ახლო მომავალში იარსებოს. „მომავლის თემი“ (The coming community) უნდა გავიაზრთო მუდამ გზაში მყოფ თანაცხოვრების ინტერსუბიექტურ ფორმად. „მომავლის თემი“ აწმყოში მოგვეცემა, ის გააწმყოების პროცესში, მოსვლის იმანენტურ მოდუსში, როგორც წმინდა შესაძლებლობა იმყოფება.[3] აგამბენის ტექსტი პატარა თავებისგან შედგება, თავების სათაურები კი შეიძლება კონცეპტებად მივიჩნიოთ. უკვე პირველივე თავის სათაური „ნებისმიერი“ გაურკვევლობასა და ბუნდოვანებას იწვევს. „ნებისმიერი“ აგამბენმა სქოლასტიკური ფილოსოფიიდან ისესხა და საკმაოდ ორიგინალურად გამოიყენა „მომავლის თემის“ იდეის გასააზრებლად.
[2] მხედველობაში მაქვს ჟორჟ ბატაის წიგნი „désoeuvrement“, (უმოქმედობა) რომელიც ინგლისურ ვარიანტში „შეუძლებლობად“ (impossible) არის თარგმნილი, რაც არ უნდა იყოს ზუსტი. ბატაისეული უმოქმედობა აგამბენისთვის ერთ-ერთი ცენტრალურ კონცეპტად იქცა. მეორე წიგნი ჟან ლუკ ნანსის „La communauté désoeuvreé“ (უმოქმედო ერთობა) არის. ნანსისთან აგამბენმა „მიტოვება-აკრძალვის“ (Ban და Abandonment) ცნება ისესხა, რაც „ჰომო საკერის“ ერთ-ერთ ცენტრალურ კონცეპტად გარდაისახა.და ბოლო, მორის ბლანშოს „La communauté inavouable“.
[3] აგამბენს დერიდას დეკონსტრუციული ფილოსოფიის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება აქვს. მისი ფილოსოფია კონტრდეკონსტრუქციადაც შეიძლევა ჩაითვალოს, რადგან დერიდას მიერ დეკონსტრუქციული სათვალით წაკითხული სხვადასხვა ტექსტი, აგამბენთან პირველადი ინტენციის ფორმას იბრუნებს. აგრეთვე არ შეიძლება არ აღინიშნოს აგამბენის დერიდას მიმართ კეთილგანწობაც. იტალიელმა ფილოსოფოსმა დეკონსტრუქციის „მამას“, თავის ერთ-ერთ წიგნში, „პოტენციალობები“ ერთი ესსე მიუძღვნა. რაც შეეხება „მომავლის თემს“ და დერიდას აჩრდილსა და კვალს, რომელიც ამ ტექსტში პერიოდულად ვლინდება ხოლმე. დერიდა „ მარქსის აჩრდილებში“ მისთვის ჩვეულ მეთოდს მიმართავს და სიტყვებით თამაშობს, მაგალითად ის იყენებს avenir (მომავალი) და venir (მოსვლა). მომავალი, რომელიც მოსვლისთვის ემზადება, გზაშია და მოდის კიდეც, თუმცა, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ყოველთვის სპექტრალური ფორმით „ვლინდება“. (აჩრდილი წარსულის ტემპორალურ მოდუსს განეკუთვნება). მომავალი მოუხელთებელია, ის თითქოს (Als ob) სრულდება, ხორციელდება, მაგრამ მუდამ შესაძლებლობად რჩება. ალბათ დროა ასეთი, ცბიერი და მატყუარა. გავიხსენოთ ჟილ დელიოზის სიტყვებიც „საზრისის ლოგიკიდან“. „როცა ვამბობ-„ელისი იზრდება“, ვვარაუდობ, რომ ის ხდება უფრო დიდი, ვიდრე იყო. თუმცა, ისიც სწორია, რომ ის უფრო პატარავდება, ვიდრე ამჟამადაა“.
No comments:
Post a Comment