Tuesday, January 26, 2016

ჰანა არენდტი

ფიცი და ბრძანება: არააპოფანტური ლოგოსიდან სამეტყველო აქტების თეორიამდე

        რა არის ფიცი? შეიძლება თუ არა ფიცის დანიშნულება და სტრუქტურა რელიგიური, იურიდიული, პოლიტიკური და ფილოსოფიური დისკურსების გადამკვეთ ხაზზე ვეძებოთ? რა აკავშირებს ფიცის დადების მომენტს ენობრივი გამოხატვის ფორმებთან? არის თუ არა ენა ასერტორული ან პირობის შემცველი ფიცის აპრიორული შესაძლებლობა? აქვს თუ არა ფიცისთვის მნიშვნელობის  და დამაჯერებლობის მინეჭების ფუნქცია ხელის თანმხლებ მოძრაობას? როგორი ურთიერთდამოკიდებულება არსებობს ფიცსა და პერფორმატივს შორის? რა (არ) იცოდნენ   სამეტყველო აქტების თეორიის შემქმნელებმა ოსტინმა და სერლმა ფილონ ალექსანდიელზე, რომელიც „სიტყვისა და საქმის“ თვითიგივეობრიობაზე წერდა. 
  ჩვენი მიზანი მოკრძალებულია და არ ითვალისწინებს ფიცის სრულ არქეოლოგიურ ანალიზსს, რაც უფრო მასშტაბურ ინტერდისციპლინურ კვლევას საჭიროებს, თუმცა, არქივის რეკონცეპტუალიზაცია და მცირე ისტორიული ექსკურსით დაწყება თეზისის კონსტრუირებისთვის მნიშვნელოვანი მოსამზადებელი წინაპირობა იქნება.      

Heidegger's life and Philosophy

ნებისმიერი სინგულარობა

შესავალი



ჯორჯო აგამბენი კონცეპტუალური მოაზროვნეა. ის შუასაუკუნეების ფილოსოფიურ-თეოლოგიურ ცნებით აპარატს ორგანულად და თავისებური ინტრეპრეტაციით, თანამედროვე ფილოსოფიურ და სოციო-კულტურულ დისკურსში იყენებს. აგამბენის ნაწერები ერთმნეთისგან განსხვავდებიან. თუმცა, მთლიანობაში ის მაინც აკადემიური პირობითობების და ბიბლიოგრაფიული სიზუსტის ერთგული დამცველია. მის თითქმის არცერთ ტექსტში არ არის დაუმოწმებელი აზრი და ყველგან საფუძვლიანად არის გამოკვლეული კონცეპტის ისტორიული გენეალოგია. აკადემიური სიზუსტისაკენ სწრაფვის მიუხედავად, მის შემოქმედებაშიც მოიპოვება ისეთი ტექსტი, რომელიც სტილისტურად და მეტაფორულ-აფორისტული აზროვნებისა და თხრობის ფორმით უფრო ბენიამინს წააგავს, ვიდრე ნიცშეს.

Monday, January 25, 2016

Vita Activa და Vita Contemplativa

შესავალი
       მომავალი ნაშრომის მიზანი ჰანა არენდტისა და ჯორჯო აგამბენის ფილოსოფიური ტექსტების მეშვეობით  მჭვრეტელობითი და ქმედითი სიცოცხლის ფორმების კვლევა და მათი ანტიკური და შუასაუკუნეების პარადადიგმათა კონტექსტში განთავსება და ინტერპრეტაციაა
       თუ ფილოსოფია კონცეპტების კონსტრუირების და აქტუალურ სააზროვნო ველში მათი გამოყენება-მისადაგების ხელოვნებაა, ის აუცილებლად სხვადასხვა თეორიულ ტრადიციას უნდა ეფუძნებოდეს. კონცეპტების ფაბრიკაციული წესით დამზადება უკვე თავისთავად ძალადობრივი აქტია, რომელიც პირველადი მნიშვნელობისა და ისტორიულ-თეორიული განპირობებულობის უგულვებელყოფითა და დავიწყებით უფრო მძაფრდება.
        თანამედროვე იტალიელი ფილოსოფოსის, ჯორჯო აგამბენის შრომები პოლიფონიურია და განსხვავებული ავტორების, ეპოქებისა და  პრობლემური დისკურსების შეხვედრა-დიალოგის ადგილს წარმოადგენს. აგამბენი თანამედროვე ფილოსოფიური, პოლიტიკური თუ კულტურული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გააზრებისთვის, კონცეპტის არქეოლოგიურ-გენეალოგიურ მეთოდს იყენებს და კონკრეტულ შრემდე დაყვანით მისი თავდაპირველი საზრისის და გამოყენების პრაქტიკის რეკონცეპტუალიზაციას ცდილობს. ჯორჯო აგამბენის რეფლექსია ანტიკური და შუასაუკუნეების ფილოსოფიით უხვად არის განმსჭვალული. ის ფიქრობს და წერს პლატონზე, არსიტოტელეზე, სტოიკოსებზე,  ეკლესიის მამებსა და სხვა მნიშვნელოვან ფიგურებზე. თუმცააგამბენი საკუთარ ფილოსოფიურ დისკურსში ყველაზე ხშირად და წარმატებითაც არისტოტელურ კონცეპტუალურ აპარატს იყენებს და მათ მოდერნულ ფილოსოფიურ კონტექსტში აქტუალიზაციას ახერხებს. ლინგვისტური ელემენტები ენაში ყოველგვარი დენოტაციის გარეშე არსებობენ, რომელსაც ისინი თავად დისკურსში იძენენ, ასევე საგანგებო მდგომარეობაშინორმა სინამდვილესთან ყოველგვარი რეფერენციის გარეშე ძალაში მყოფია [G. Agamben 2005: 37].  ეს ციტატა აგამბენისსაგანგებო მდგომარეობიდანარისტოტელეს შესაძლებლობა-სინამდვილის  იმპლიციტური ილუსტრაციაა, რომელიც აგამბენმა ლინგვისტური და სამართლებრივი კატეგორიების შედარებისთვის გამოიყენა.
       როგორც აგამბენის, აგრეთვე ჰანა არენდტის შემთხვევაში ჩვენი მიზანი მჭვრეტელობითი და ქმედითი სიცოცხლის ფორმების დიქოტომიის ანალიზი და კვლევაა. თავად აგამბენი ხშირად ეფუძნება და ავითარებს არენდტის თეორიულ მსჯელობას[1]. ის ერთგან, თავის მეთოდოლოგიურ მიდგომას განმარტავს ლიუდვიგ ფოიერბახის სიტყვით Entwicklungsfähigkeit, რაც სიტყვა-სიტყვით განვითარების უნარს ნიშნავს. ამგვარ შესაძლებლობად ესახება მას ფუკოს ბიოპოლიტიკური პარადიგმა, რომლის დაუსრულებლობა მისი განვითარების შესაძლებლობას იძლევა. აგამბენისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის, რაც განვითარებადია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აგამბენის მიზანი გამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნა, ან რომელიმე თეორიული წამოწყების დასრულებაა. „Entwicklungsfähigkeit“ არ შემოიფარგლება მხოლოდ ფუკოს შრომებითის მიესადაგება ყველა იმ ტექსტსა და ავტორს, რომელიც აგამბენისთვის ძვირფასია, მათ შორის ჰანა არენდტს, არისტოტელეს, ვალტერ ბენიამინსა და მარტინ ჰაიდეგერს.



[1] (სხვათაშორის ახალგაზრდა აგამბენმა ჰანა არენდტს მადლიერების წერილიც კი გაუგზავნა, ძალადობის შესახებ თანდართული ესსეთი)